ინვენტარიზაციის სპეციალისტი
02-07-2026 - 03-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„ნავნე“ არის ამიერკავკასიაში  ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას  (1 აუთლეტ მოლს ) მთელი საქართველოს მასშტაბით. ნავნეს მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე NAVNE HOME- სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00სთ


ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფილიალებსა და საწყობებში პროდუქციისა და მარაგების  ინვენტარიზაცია, აღწერა, კონტროლი;
** ინფორმაციის დამუშავება პროგრამაში
** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია აღწერებისა და ინვენტარიზაციის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობაა;


ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების საშუალებას;
** მეგობრულ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია;
** სპეციალურ ფასდაკლებას ნავნეს პროდუქციაზე.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<