„ნავნე“ არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს ) მთელი საქართველოს მასშტაბით. ნავნეს მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე NAVNE HOME- სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში.
** გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს 10:00-22:00
** ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
** კომპანიის მართვაში არსებული ობიექტების მონიტორინგი;
** თანამშრომლების სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
** დარღვევების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;
** GPS კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
** სასურველია IVMS პროგრამაში გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობაა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების საშუალებას;
** მეგობრულ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია;
** სპეციალურ ფასდაკლებას ნავნეს პროდუქციაზე.