"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე NAVNE HOME - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი
კომპანია „ნავნე“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დინამო
გრაფიკი: სრული განაკვეთი (7 საათი + 1 საათი შესვენება), 5 დღე სამუშაო, 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება/ დასაწყობება;
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
- გამზადებული შეკვეთის ობიექტამდე მიწოდება;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.