Navne home-ის  მარკეტინგის სპეციალისტი
18-05-2026 - 30-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 17 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 22 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნეს" მთავარი უპირატესობაა.

 

კომპანია „ნავნე“ აცხადებს ვაკანსიას Navne home-ის  მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** Navne home- ის კატეგორიისთვის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება

** ნავნეს ქსელში Navne home -ის კატეგორიის უკეთ წარმოჩენისთვის, სარეკლამო pos მასალების, ფასმაჩვენებელების დიზაინსა და კონცეფციაზე მუშაობა დიზაინერთან ერთად.

** მარკეტინგული სტანდარტების კონტროლი ფილიალებში;
** მარკეტინგულ სააგენტოებთან აქტიური კომუნიკაცია;
** უშუალო  ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა დავალებების შესრულება.;
** გამართული  მეტყველების უნარი  და კამერასთან მუშაობის გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში
** ავეჯის, დეკორის ან/და ტექსტილის მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, PR- ის ან მომიჯნავე სფეროში
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!