კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 17 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 22 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნეს" მთავარი უპირატესობაა.
,,ნავნეში" ვეძებთ კრეატიულ და პასუხისმგებლიან გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც იზრუნებს კომპანიის ვიზუალური მასალების შექმნასა და ბრენდის იდენტობის დაცვაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (წერეთელი)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00სთ
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიისათვის საჭირო საკომუნიკაციო მასალის დიზაინის შექმნა და საბეჭდი ფაილების მომზადება;
- ციფრული არხებისთვის, მათ შორის სოციალური მედიისთვის, ვიზუალების, კონცეფციისა და დიზაინის შექმნა;
- ფილიალებისთვის მარკეტინგული და საბეჭდი მასალების მომზადება;
- კომპანიის ვიზუალური სტანდარტებისა და ბრენდის იდენტობის დაცვა;
- ყველა მასალაში ბრენდის ვიზუალური სტილის თანმიმდევრულად შენარჩუნება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დიზაინერული დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინამალური გამოცდილება;
- Adobe Illustrator, Photoshop და InDesign პროგრამების ცოდნა;
- Adobe Premiere Pro და Adobe After Effects პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- კრეატიული და ინოვაციური მიდგომა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.