კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ჰოუმის კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვაჟა
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე; 2 დასვენების დღე - ორშაბათი; სამშაბათი; სამუშაო საათები - 12:00-21:00
ანაზღაურება: 1000/1100 ლარი + საბონუსე სისტემა.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
- მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
- მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.