"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე "Navne Home" - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (დიღომი)
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 7 საათი + 1 საათი შესვენება
ანაზღაურება: 1500ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის მართვა, მიმდინარე პროცესების კონტროლი, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, შესრულებული სამუშაოს კონტროლი.
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობა.
** მარაგების კონტროლი.
** კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია საოჯახო ნივთების/დეკორის/ტექსტილის ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;