"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე "Navne Home" - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.
"ნავნე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სუნამოს კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (ჰუალინგი, აღმაშენებელი, პეკინი, ვაჟა, დიღომი)
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (12:00-21:00); 2 დღე დასვენება (ორშაბათი-სამშაბათი)
ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
**სასურველია გამოცდილება სუნამოს გაყიდვების სფეროში;
**აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.