გაყიდვების კონსულტანტი- დიღომი, მელიქიშვილი, ვაკე, ვარკეთილი, დელისი, დადიანი, ჰუალინგი
"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე "Navne Home" - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.
"ნავნე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (დიღომი, მელიქიშვილი, ვაკე, ვარკეთილი, დელისი, დადიანი, ჰუალინგი)
გრაფიკი: სრული განაკვეთი (7 საათი + 1 საათი შესვენება), 5 დღე სამუშაო, 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 900/1000ლარი + საბონუსე სისტემა.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
- მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
- მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.