ფილიალის მენეჯერი
11-05-2026 - 30-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე "Navne Home" - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.

სამუშაო ადგილი: თბილისი

პოზიცია: ფილიალის მენეჯერი

გრაფიკი: სრული განაკვეთი, მცოცავი გრაფიკი,(7 საათი + 1 საათი შესვენება), 5 დღე სამუშაო, 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიის მართვა, მიმდინარე პროცესების კონტროლი, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, შესრულებული სამუშაოს კონტროლი.
  • გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობა.
  • მარაგების კონტროლი.
  • კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია გამოცდილება ტანსაცმლის ან კოსმეტიკის რითეილ მიმართულებით.
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!